ყოველთვიური ე. წ. ,,პრიალა’’ ჟურნალი, გამოდის 1996 წლიდან.
ჟურნალი ,,ბომონდი’’ მოიცავს რუბრიკებს მოდის, დიზაინისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს შესახებ.
,,ბომონდი’’ ზრუნავს მკითხველის გემოვნების ჩამოყალიბებაზე, აწვდის რა საჭირო ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში.
,,ბომონდი’’ შთაგონების წყაროა. მკითხველი, რომელიც ,,ბომონდს’’ გადაშლის, პოულობს სასარგებლო რჩევებს, როგორ ჩაიცვას, იღებს ინფორმაციას მოდის წარმატებული ბრენდების შესახებ და ეზიარება კულტურის სიახლეებს. ,,ბომონდი’’ ასევე ცნობილია შესანიშნავი საავტორო ფოტოსესიებით.
,,ბომონდი’’ ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საცალო ქსელსა და ხელმომწერებში, ისე კაფეებსა და სასტუმროებში.