ჩვენ შესახებ
სარეკლამო სააგენტო ”ედლაინი”, ”პალიტრამედიის” ჰოლდინგში 2009 წელს შეიქმნა.
ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები პროფესიულად და კრეატიულად გაგიწევენ კონსულტაციას სარეკლამო კამპანიის დაგეგმვაში.
ჩვენ პირველი წარმატებული ნაბიჯები ინტერნეტრეკლამაში გადავდგით, ის დღესაც პრიორიტეტულია ჩვენთვის, გვსურს გავაფართოოთ თქვენი წარმოდგენა ინტერნეტ-მარკეტინგის შესაძლებლობებზე, მოვძებნოთ და შემოგთავაზოთ ონლაინრეკლამის ეფექტური და დახვეწილი საშუალებები.
ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ   დახმარება, შემოგთავაზოთ განსხვავებული და ეფექტიანი სარეკლამო შესაძლებლობები - თქვენი ბიზნესის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა მედიასაშუალების სარეკლამო შესაძლებლობებს, გაერთიანებული ტიპის პაკეტებსა და ტექნოლოგიებს განსხვავებული პლატფორმისათვის.
ჩვენ შეგიქმნით სლოგანებსა და გაგიწევთ კოპირაითინგის მომსახურებას.
ჩვენ დაგიგემავთ ისეთ აქციებს, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
რეკლამა, ბიზნესის წარმატების უპირობო გარანტია - ეს ჩვენი დევიზია!
”ედლაინი” ”პალიტრამედიის” წარმატებული გუნდის წევრია, ეს კი 17- წლიანი გამოცდილება და ლიდერის პოზიციაა სინფორმაციო-სარეკლამო სივრცეში.
ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, პროფესიონალიზმსა და შესაძლებლობებს!

პ.ს. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ იმას, რაც რეალურად იმუშავებს!
ბეჭდვა